06 ოქტომბერი 2024,   02:03
ვრცლად
ანგელოზები, დემონები, ალქაჯები - რელიგიურ თემაზე შექმნილი კოსტიუმები Met Gala 2018-ზე

ნიუ-იორკმა მოდისა და ხელოვნების სამყაროს წლის ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას უმასპინძლა. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში კოსტიუმების ყოველწლიური მეჯლისი გაიმართა.

წლევანდელი ღონისძიება მოდას და რელიგიას მიეძღვნა. Met Gala 2018-ის თემა "ღვთიური სხეული - მოდა და კათოლიკური ხედვა" იყო, შესაბამისად, ყველა სტუმარმა რელიგიურ თემაზე შექმნილი კოსტიუმები მოირგო.

წითელ ხალიჩაზე ანგელოზების, დემონების, ალქაჯების, სამოთხის, ჯოჯოხეთის და კიდევ მრავალი ქმნილების ნახვა იყო შესაძლებელი.

ყველაზე რეზონანსული რიანას კოსტიუმი გახდა. პოპ ვარსკვლავმა რომის პაპის სამოსის სტილში შექმნილი მარჯიელას კაბა მოირგო. გამორჩეული იყო კეიტი პერის ვერსაჩეს კოსტიუმიც. მომღერალი მეტ-გალაზე ანგელოზის ფორმაში ჩაცმული მივიდა.

მეჯლისი, ტრადიციულად, გრანდიოზული წვეულებით და ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები