06 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
ირანი მზადაა ბირთვულ შეთანხმებაზე ამერიკის მონაწილეობის გარეშე იმუშაოს

ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიუხედავად, ირანი საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების ერთგული დარჩება - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპის გამოსვლიდან რამდენიმე საათში, სატელევიზიო მიომართვის დროს განაცხადა.

ჰასან როუჰანის თქმით, ირანი მზადაა შეთანხმებაზე ამერიკის მონაწილეობის გარეშე იმუშაოს. ირანის პრეზიდენტის განცხადებით თეირანი ევროპის ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან და ჩინეთთან მიოლაპარაკებებს მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართავს.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ირანი მზადაა ურანის შეზღუდვების გარეშე გამდიდრების პროცესი დაიწყოს.

დღის ამბები