06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
ირანის ძალების გააქტიურება სირიაში - ისრაელის საჰაერო ძალებში სრული მზადყოფნა გამოცხადდა

ისრაელის საჰაერო ძალებში სრული მზადყოფნა გამოცხადდა.

მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა ირანთან გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გოლანის მაღლობთან საჰაერო თავდაცვის სისტემა, ეგრეთ წოდებული "რკინის გუმბათი" მოიყვანა მზადყოფნაში და მიწისქვეშა თავშესაფრების მომზადება დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, საგანგებო ზომების მიღების საბაბი სირიაში ირანის ძალების გააქტიურება გახდა. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შესაძლოა ისრაელი ირანის თავდასხმის სამიზნე გახდეს.

დღის ამბები