06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
კანის კინოფესტივალი გაიხსნა

კანში 71 -ე კინოფესტივალი გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე ტრადიციულად ჟიურის წევრებმა და მსახიობებმა უამრავი ტელეკამერის და თაყვანისმცემლის წინაშე ჩაიარეს.

ფესტივალი კი ირანელი რეჟისორის აშგარ ფარჰადის ფილმის ჩვენებით გაიხსნა, რომელშიც მთვარ როლებს პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ.

ფარჰადის ესპანურენოვანი სურათი "ყველამ იცის "საკონკურსო ფილმების სიაშიცაა და მთავარი პრიზის ოქროს პალმის რტოს მისაღებადაც იბრძოლებს.

პროგრამაში სულ 21 ფილმია. გამარჯვებულებს ჟიური 19 მაისს გამოავლენს.

დღის ამბები