06 ოქტომბერი 2024,   01:54
ვრცლად
ევროპა ირანთან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობს

ევროპა ირანთან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობს. მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა ისტორიული გარიგებიდან შეერთებული შტატების გასვლის შესახებ განაცხადა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ პირობა დადო, რომ ხელშეკრულების მიმართ ერთგული იქნება.

საფრანგეთმა გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა კი ვაშინგტონს მოუწოდეს დოკუმენტის პირობების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს. სამივე ქვეყანა გარიგების დანარჩენ მონაწილეებთან - რუსეთთან და ჩინეთთან მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

შეთანხმებიდან გასვლით დონალდ ტრამპი დიდი ხანი იმუქრებოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საგანგებო ტელემიმართვის დროს გამოაცხადა.

მისი თქმით, არსებული შეთანხმება ირანს ვერ შეაჩერებს ბირთვული ბომბი დაამზადოს. ტრამპი თეირანს და სხვა ქვეყნებსაც, ვინც მას ატომური იარაღის შექმნაში დაეხმარება, მკაცრი სანქციებით დაემუქრა.

დღის ამბები