06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა

შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება. სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის თარიღი უნდა შეათანხმოს. სავარაუდოდ, სამიტი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიმართება.

გავრცელებული ცნობით, მაიკ პომპეოს ვიზიტი ასევე მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეის საპატიმროებში მყოფი სამი ამერიკელის გათავისუფლებასაც და არ არის გამორიცხული ფხენიანი მან მათთან ერთად დატოვოს.

დღის ამბები