06 ოქტომბერი 2024,   01:54
ვრცლად
მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

მოსკოვში გამარჯვების დღე აღნიშნეს. ტრადიციულად წითელ მოედანზე 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა, სადაც ჯერ სამხედრო ქვედანაყოფებმა ჩაიარეს, შემდეგ კი უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკა ჩაატარეს.

მათ შორის იყო მოდერნიზებული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო კომპლექსები. აღლუმს მთავრობის წევრებთან ერთად ადევნებდა თვალს ვლადიმერ პუტინი.

სტუმრებს შორის კი იმყოფებოდნენ ისრაელის პრემიერი და სერბეთის პრეზიდენტი. აღლუმი ავიაშოუმ დაასრულა. წითელი მოედნის თავზე რუსულმა მოიერიშეებმა გადაიფრინეს.

დღის ამბები