06 ოქტომბერი 2024,   02:03
ვრცლად
ბრიუსელში რკინიგზის სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა

განგაში იყო გამოცხადებული ბრიუსელის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე. თვითმხილველთა ინფორმაციით, შენობაში ძლიერი აფეთქების ხმა გაიმსა, რასაც პანიკა მოჰყვა.

ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

სამართალდამცველებმა შენობის ევაკუაცია მოახდინეს. სათვალთვალო კამრების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სადგურის შენობაში უცნობმა მამაკაცმა ცეცხსასროლი იარაღიდან გაისროლა.

პოლიციისთვის უცნობია მისი ვინაობა და მოტივი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები