06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
ფხენიანმა ჯაშუშობისთვის დაპატიმრებული ამერიკის სამი მოქალაქე გაათავისუფლა

შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოფიციალურმა ფხენიანმა ამერიკის 3 მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა.

სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ამერიკის მოქალაქეები, ჩრდილოეთ კორეის კოლონიებში 2015 და 2017 წლიდან იხდიდნენ სასჯელს. მათ ფხენიანი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად დატოვეს.

ალასკაზე ხანმოკლე გაჩერების შემდეგ, ამერიკის პირველი დიპლომატის თვითმფრინავი, ვაშინგტონთან, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დაჯდება, სადაც მათ დონალდ ტრამპი შეხვდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაიკ პომპეომ მასსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის თარიღი და ადგილიც შეათანხმა.

დღის ამბები