06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
ირანმა ისრაელის სამხედრო პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანმა ისრაელის სამხედრო პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის ტერიტორიიდან, გოლანის მაღლობების მიმართულებით გაშვებული 20 რაკეტიდან, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ნაწილის ჩამოგდება შეძლეს.

სამხედროების ცნობით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ინფორმაციით, ისრაელის არმიამ საპასუხო ზომები უკვე მიიღო, თუმცა ოპერაციის დეტალების შეახებ ებრაულ მხარეს არ უსაუბრია. მოგვიანებით, სირიის სახელისუფლები მედიამ ისრაელის მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შესახებ გაავცელა ინფორმაცია.

სამიზნე ამჯერად ჰომსის პროვინციაში თავდაცვითი პოზიციები და იარაღის საწყობები იყო.

დღის ამბები