06 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ

ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლებული ამერიკელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე მათ დონალდ ტრამპი და ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლეებთან ერთად, დახვდნენ.

ბორტზე ხანმოკლე საუბრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამივე მათგანს ტელეკამერების წინ ხელი ჩამოართვა და თვითმფრინავიდან ჩააცილა.

ამერიკის მოქალაქეები კორეაში სასჯელს ჯაშუშობისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის იხდიდნენ. ოფიციალურმა ფხენიანმა ისინი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ, კეთილგანწყობის ნიშნად, გაათავისუფლა.

ბოლო ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს სინგაპურში გამართავენ.

დღის ამბები