06 ოქტომბერი 2024,   01:59
ვრცლად
კანის კინოფესტივალზე მარტინ სკორსეზე დააჯილდოვეს

კანის კინოფესტივალზე მარტინ სკორსეზე დააჯილდოვეს. საპატიო ჯილდო ამერიკელ რეჟისორს გამორჩეული ფილმების შექმნისთვის გადასცეს.

75 წლის სკორსეზეს აუდიტორია ფეხზე ადგომითა და ხანგრძლივი ოვაციით შეხვდა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, დარბაზში რეჟისორის 1973 წლის ფილმი "ბოროტო ქუჩებიც" უჩვენეს.

მარტინ სკორსეზეს კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს პალმის რტო 1976 წელს, ფილმისთვის "ტაქსის მძღოლი" აქვს მოპოვებული. რიგით 71-ე კინომარათონის რჩეულებს კი ჟიური 19 მაისს გამოავლენს.

დღის ამბები