06 ოქტომბერი 2024,   01:55
ვრცლად
„მადამ ტიუსოს“ მუზეუმს მეგან მარკლის ცვილის ფიგურა შეემატა

ლონდონის „მადამ ტიუსოს“ მუზეუმს ახალი ცვილის ფიგურა შეემატა. სამეფო ქორწილამდე 10 დღით ადრე მუზეუმის დარბაზში პრინც ჰარის საცოლის მეგან მარკლის ქანდაკება დადგეს.

მის დამზადებას სპეციალისტებმა 6 თვე მოანდომეს. მეგან მარკლის ცვილის ფიგურა მწვანე კაბაში გამოაწყეს, რომლის მსგავსიც პრინცის საცოლეს ნიშნობის გამოცხადების დროს ეცვა.

ქორწილის წინ ჰარის ქანდაკებაც განაახლეს. დიზაინერებმა პრინცს სახეზე წვერი მიუმატეს.

დღის ამბები