06 ოქტომბერი 2024,   01:55
ვრცლად
უბედური შემთხვევა კენიაში-დამბის ნგრევას 38 ადამანი ემსხვერპლა

დამბის ნგრევას კენიაში 38 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სუბუკიას რაიონში გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. დამბის ნგრევის შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა, გარდაცვლილთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან, საერთო ჯამში კი დაზარალებული ოჯახების რაოდენობა 3 ათასს აღწევს. სამაშველო ჯგუფებმა ამ დროისთვის 40-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილებს დროებით თავშესაფრებში გადაყვანასა და საკვებით უზრუნველყოფას დაპირდა.   

დღის ამბები