06 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 70 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა

ჩინეთის სამხრეთ რეგიონებში გადაუღებელ წვიმას ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 70 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დატბორვის გამო მოსავალი 4 ათასამდე ჰექტარზეა განადგურებული.

შეფერხებებით მუშაობს რეგიონის ელექტრომომარაგების სისტემები. დაზარალებულ ქალაქებსა და სოფლებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კვლავ უხვ ნალექს პროგნოზირებენ.

დღის ამბები