06 ოქტომბერი 2024,   02:00
ვრცლად
ისრაელი ირანს სირიის ტერიტორიაზე სამხედრო პოზიციების გაძლიერების საშუალებას არ მისცემს - ნეთანიაჰუ

ისრაელი ირანს სირიის ტერიტორიაზე სამხედრო პოზიციების გაძლიერების საშუალებას არ მისცემს- ამის შესახებ განცხადება, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სპეციალური ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. 

ისრაელის მიერ ირანის პოზიციებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე საუბრისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთა, ხოლო ისრაელმა მას სათანადო პასუხი გასცა.

რეგიონში განვითარებული მოვლენები იყო ისრაელისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი თემა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერეზა მეიმ ისრაელის თავდაცვას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები