06 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - აფრიკაში თავს მლოცველებს დაესხნენ

თავდასხმა სამხრეთ აფრიკაში - სამი შეიარაღებული მამაკაცი მეჩეთს დაესხა თავს. ის ქალაქ დურბანში მდებარე სალოცავში შეიჭრა და იქ მყოფი პირები ცივი იარაღით დაჭრა.

თავდამსხმელებმა შენობას ცეცხლი მოუკიდეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, რამდენიმე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
სამართალდამცველებისთვის უცნობია თავდასხმის მოტივი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები