06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
სომხეთის ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები დაიწყო

სომხეთის ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები დაიწყო.

ქვეყნის პრეზიდენტმა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და პოლიციის უფროსი გადააყენა.

არმენ სარქისიანმა პოსტებზე მათი შემცვლელები იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრის შეთავაზების საფუძველზე დაამტკიცა.

ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, ძალოვანი უწყებების ახალი მეთაურები, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმუშავებენ და მათი მთავარი ამოცანა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა იქნება.

დღის ამბები