06 ოქტომბერი 2024,   02:01
ვრცლად
ერაყელი ჟურნალისტი, რომელიც პოპულარული ჯორჯ ბუშზე თავდასხმის გამო გახდა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ერაყელი ჟურნალისტი, რომელიც პოპულარული ჯორჯ ბუშზე თავდასხმის გამო გახდა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მუნტაზერ ალ ზაიდიმ 2008 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტს პრესკონფერენციის დროს ძაღლი უწოდა და ფეხსაცმელი ესროლა.

ზაიდი აცხადებს, რომ მისი საქციელი ამერიკელების წინააღმდეგ არ იყო მიმართული და აგრესიული განწყობა მხოლოდ პრეზიდენტ ბუშის მიმართ ჰქონდა.

მიზეზად ყოფილი რეპორტიორი ომის შემდეგ ათასობით ერაყელის დაღუპვას ასახელებს. საპარლამენტო არჩევნები ერაყში 12 მაისს ჩატარდება.

დღის ამბები