06 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
შვიდ თვიანი კრიზისის შემდეგ კარლეს პუჩდემონმა კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე საბოლოოდ თქვა უარი

7-თვიანი კრიზისის შემდეგ კარლეს პუჩდემონმა კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე საბოლოოდ თქვა უარი და საკუთარი შემცვლელი დაასახელა. რეგიონის ყოფილმა ლიდერმა ამ თანამდებობაზე პარლამენტს კიმ ტორას კანდიდატურა შესთავაზა.

პუჩდემონის რჩეული პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი და განათლებით იურისტია. ის კატალონიის დამოუკიდებლობის კამპანიის აქტიური მონაწილეა.

ამ ნაბიჯზე კარლეს პუჩდემონი მას შემდეგ წავიდა, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა. მიზეზად კი მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დაასახელა.

ახალი ლიდერი ავტონომიის პარლამენტმა 22 მაისამდე უნდა დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კატალონიაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

დღის ამბები