06 ოქტომბერი 2024,   02:00
ვრცლად
კანის კინომარათონს ცნობილი მოდელები შეუერთდნენ

კანის კინომარათონს ცნობილი მოდელები შეუერთდნენ. მოდის სამყაროს სახეები მსახიობებთან ერთად დაესწრნენ ფრანგი რეჟისორის კრისტოფ ონორეს ფილმის ჩვენებას.

„ბოდიში ანგელოზო“ - ასე ეწოდება სურათს, რომელიც საკონკურსო პროგრამაშია და ფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს პალმის რტოსთვის იბრძვის.

წითელ ხალიჩაზე მსახიობების შემდეგ მოდელებმაც ჩაიარეს. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ირინა შეიკი და სტელა მაქსველი.

დღის ამბები