06 ოქტომბერი 2024,   02:00
ვრცლად
ვაშინგტონის გადაწყვეტილება - ევროპელი ლიდერები ირანის ბირთვული გარიგების შენარჩუნებას ცდილობენ

ევროპელი ლიდერები ირანის ბირთვული გარიგების შენარჩუნებას ცდილობენ. ტერეზა მეი ტელეფონით დონალდ ტრამპს ესაუბრა, სატელეფონო საუბარი შედგა ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორისაც.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროპა შეთანხმების ერთგული რჩება.

საკითხის განსახილველად 15 მაისს გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან.

საფრანგეთის საგარეო უწყების შეფასებით, თეირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციების განახლება მიუღებელია და ის ევროპულ ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

დღის ამბები