06 ოქტომბერი 2024,   01:53
ვრცლად
მორიგი ინციდენტი აშშ-ის საჰაერო საზღვართან - ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ალიასკის დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა

მორიგი ინციდენტი მოხდა შეერთებული შტატების საჰაერო საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავების მონაწილეობით.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ალიასკის დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა.

შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა TU-95-ების უკან დასახევად F-22 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა.

ისინი რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს მანამდე მიჰყვებოდნენ, სანამ მათ ამერიკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა არ დატოვეს, რომელიც სანაპიროდან 320 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება.

დღის ამბები