06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
ერაყის ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ერაყის ტერიტორიაზე დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ ქვეყანაში პირველი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხმის მიცემის პროცესი უბნებზე, გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე, დილის 7 საათზე დაიწყო. 329 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 7 ათასამდე კანდიდატი იბრძვის.

უბნებზე უკვე იმყოფებოდა ერაყის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების უმეტესობაც. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა არჩევნების დღეს დიალას რეგიონში დაგეგმილი ტერაქტიც აღკვეთეს. პოლიციამ უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ორი თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა.

დღის ამბები