06 ოქტომბერი 2024,   01:55
ვრცლად
ტერაქტების სერია ინდონეზიაში - ტერორისტები ეკლესიებს თავს დაესხნენ

ტერაქტების სერია მოხდა ინდონეზიაში. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში ტერორისტები ეკლესიებს დაესხნენ თავს. პირველი აფეთქება კათოლიკურ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ტაძარში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.  მოგვიანებით აფეთქებები კიდევ ორ ქრისტიანულ ეკლესიაში მოხდა.

სამართალდამცველების ცნობით, ტერაქტების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაშავდა.

თავდასხმებს ეკლესიებზე წინ უძღოდა ჯაკარტას ერთ-ერთ ციხეში მომხდარი არეულობა, რომელსაც 6 ძალოვანი ემსხვერპლა.

ამბოხებული პატიმრების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ოპერაცია ჩაატარეს და რამდენიმე მსჯავრდებული მოკლეს.

ციხის ამბოხზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

 

 

დღის ამბები