06 ოქტომბერი 2024,   02:01
ვრცლად
კატალონიის პარლამენტმა ავტონომიის პრეზიდენტი ისევ ვერ აირჩია

კატალონიის პარლამენტმა ავტონომიის პრეზიდენტი ისევ ვერ აირჩია. კარლეს პუჩდემონის მიერ წარდგენილ კანდიდატს - კიმ ტორას 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 65 კი წინააღმდეგ წავიდა. თანამდებობაზე დასამტკიცებლად კიმ ტორას 68 ხმა ესაჭიროებოდა.

კენჭისყრამდე კიმ ტორამ პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ კარლეს პუჩდემონის და მის მიერ დაწყებული დამოუკიდებლობის კამპანიის ერთგული რჩება, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

განმეორებითი კენჭისყრა ორშაბათს გაიმართება. თუ კიმ ტორა ხვალაც ვერ მოაგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, და 10-დღიან ვადაში რეგიონს ახალი ლიდერი არ ეყოლება, კატალონიას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ელოდება.

დღის ამბები