06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
კანის კინოფესტივალის სტუმრები ჩოპარდის გრანდიოზულ წვეულებაზე-დახურული საღამო ფრანგულ რივიერაზე ფეშენებელურ ვილაზე მოეწყო

კანის კინოფესტივალის სტუმრები ჩოპარდის გრანდიოზული წვეულების მონაწილეები გახდნენ. საიუველირო ნაწარმის ცნობილმა ბრენდმა დახურული საღამო ფრანგულ რივიერაზე მდებარე ერთერთ ფეშენებელურ ვილაზე მოაწყო. საღამო ტრადიციულად თემატური იყო. წელს ორგანიზატორებმა აქცენტი საიდუმლოზე გააკეთეს და სტუმრებისთვის იდუმალებით მოცული გარემო შექმნეს. საღამოზე რამდენიმე სიმღერა ენრიკე იგლესიასმა შეასრულა, რის შემდეგაც სტუმრების გართობაზე დიჯეი კასიდიმ იზრუნა. წვეულებას კინოსა და შოუ ბიზნესის ვარსკვლავები დაესწრნენ, რომელმაც მანამდე წითელ ხალიჩაზე ქალებზე ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო აქციაც გამართეს. კანის "მი-თუს" კამპანიაში მონაწილეობა 82-მა კინოხელოვანმა მიიღო.


 

დღის ამბები