06 ოქტომბერი 2024,   02:00
ვრცლად
ევროვიზია 2018-ის ისრაელის წარმომადგენელმა მოიგო

ევროვიზია 2018-ის ისრაელის წარმომადგენელმა მოიგო. 25 წლის ნეტა ბარზი-ლაიმ ფინალში სიმღერა სახელწოდებით "სათამაშო" შეასრულა, რომელიც ცნობილმა ებრაელმა კომპოზიტორმა და ისრაელის ჰიმნის ავტორმა - დორონ მედალიმ შექმნა.

ევროვიზიის გამარჯვებული პროფესიონალი მუსიკოსია. ის სამხედრო ორკესტრის წევრი და პოპულარული ჯგუფის "ექსპერიმენტის" დამფუძნებელია. ევროვიზიის კონკურსანტად ნეტა ბარზი-ლაი პოპულარული მუსიკალური რეალითი შოუში გამარჯვების შემდეგ შეარჩიეს.

მეორე ადგილზე კვიპროსელი მომღერალი ელენი ფურეირა გავიდა, მესამე პოზიცია კი ქულების რაოდენობით, ავსტრიელმა შემსრულებელმა დაიკავა.

ევროვიზია 2018-ს პორტუგალიის დედაქალაქი მასპინძლობდა. კონკურსის წესების თანახმად, რიგით 64-ე მუსიკალურ კონკურს მომავალ წელს ისრაელში ჩატარდება.

დღის ამბები