06 ოქტომბერი 2024,   01:59
ვრცლად
ჰამბურგის გულშემატკივარმა კლუბის ბუნდესლიგიდან გავარდნა მაშხალებით გააპროტესტა

ჰამბურგის გულშემატკივარმა კლუბის ბუნდესლიგიდან გავარდნა პიტარდებითა და მაშხალებით გააპროტესტა. სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცველების, მათ შორის ცხენოსანი პოლიციის დანაყოფის გამოძახებაც გახდა საჭირო.

თამაში დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეწყდა და საბოლოოდ მისი გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.

ჰამბურგმა გლადბახი 2:1 დაამარცხა და გერმანიის საუკეთესო ლიგაში 55 წლის თამაშის შემდეგ ბუნდესლიგა პირველად დატოვა.

დღის ამბები