06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
6 გარდაცვლილი, 20 დაშავებული-აფეთქებების სერია ავღანეთში

თავდასხმების სერიას ავღანეთში - ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე აფეთქება ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. ადმინისტრაციულ შენობასთან ჯერ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შემდეგაც ადგილზე 4 თავდამსხმელი გამოჩნდა. მათ ქუჩაში მყოფ ხალხს და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერაქტის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 20 აღწევს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ვარაუდობენ, რომ ტერაქტი თალიბანის მოწყობილია. თალიბები კიდევ ერთ ტერაქტს აჰმადაბადში გეგმავდნენ, თუმცა საკუთარ გეგმას შეეწირნენ. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზაზე ამონტაჟებდნენ, თუმცა ერთ-ერთი ბომბი შემთხვევით აუფეთქდათ. შედეგად 4 ტერორისტი ადგილზე დაიღუპა. 

დღის ამბები