06 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონია იერუსალიმში-წმ. ქალაქში ისტორიული დღისთვის უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული

იერუსალიმი ისტორიული დღისთვის ემზადება. ხვალ წმინდა ქალაქში შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალურად გაიხსნება. საზეიმო ცერემონია დიპლომატიური მისიის ახალ შენობაში გაიმართება. სტუმრების უსაფრთხოებას ათასობით ძალოვანი დაიცავს. საგანგებოდ ჩაიკეტა ღაზას სექტორის საზღვარი. დამატებითი ძალებია მობილიზებული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც. საელჩოს გახსნის ცერემონია ვაშინგტონის მიერაა ორგანიზებული და მას 800 სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებიც, რომლებმაც დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს გადატანის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. თავად აშშ-ს პრეზიდენტი ღონისძიებას არ დაესწრება. ტრამპის ნაცვლად ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად იერუსალიმში მისი შვილი და სიძე ჩავლენ. 

დღის ამბები