06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
ტერაქტების სერია ინდონეზიაში - თავდასხმა ერთი ოჯახის წევრებმა მოაწყვეს, რომელთა შორისაც 8 წლის ბავშვიც იყო

ტერაქტების სერია ინდონეზიაში -  ქალაქ სურაბაიაში ​ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამი თავდასხმა მოხდა. 

პოლიციის შტაბბინასთან თავდასხმა კვლავ ერთი ოჯახის წევრებმა მოაწყვეს, რომელთა შორისაც 8 წლის ბავშვიც იყო. ისინი პოლიციის განყოფილებასთან ორი მოტოციკლით მივიდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. შედეგად 4 თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუშინ სურაბაიაში ეკლესიებთან მოწყობილ ტერაქტებს კი 13 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები