06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
დაპირისპირება ღაზას სექტორში - აშშ პასუხისმგებლობას დაჯგუფება "ჰამას"-ს აკისრებს 

შეერთებული შტატებმა ღაზას სექტორში გუშინ მომხდარი დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას დაჯგუფება "ჰამას"-ს დააკისრა.

თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, ისლამისტურ მოძრაობას მსგავსი ქმედებების პროვოცირება არაერთხელ მოუხდენია. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ "ჰამასის" ლიდერებმა პალესტინელებს აჯანყებისკენ მოუწოდებენ.

მომხდარის გამო კი თურქეთმა შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვია. ევროკავშირი დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენებს განიხილავენ დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

დღის ამბები