06 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
ახლო-აღმოსავლეთში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

ახლო-აღმოსავლეთში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. პალესტინის ავტონომიის ხელისუფლების მტკიცებით, დაშავებულთა რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორში არეულობაში 40 000-მდე პალესტინელი იღებდა მონაწილეობას. ისინი ებრაელ სამხედრო მოსამსახურეებს ქვებსა და ცეცხლმოკიდებულ საგნებს ესროდნენ, სამხედროებმა მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა კონფლიქტის პროვოცირებაში მოძრაობა ჰამასი დაადანაშაულა.

დღის ამბები