06 ოქტომბერი 2024,   02:05
ვრცლად
ჰავაიზე ევაკუაციის ახალი ტალღისთვის ემზადებიან

ჰავაიზე ევაკუაციის ახალი ტალღისთვის ემზადებიან. ვულკან "კულაუეას" ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი გიგანტური ნაპრალები განადგურებით რეგიონის მთავარ მაგისტრალს ემუქრება.

შედეგად რამდენიმე დასახლებას კუნძულის დანარჩენი ნაწილისგან მოწყვეტის საშიშროება შეექმნა.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაზარალებული რეგიონის მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დატოვებისთვის ემზადება.

ვულკანის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. ამოფრქვეულმა ლავამ 40-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

დღის ამბები