06 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
მელანია ტრამპი საავადმყოფოში მოხვდა

მელანია ტრამპი საავადმყოფოში იმყოფება. შეერთებული შტატების პირველი ლედის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თირკმელზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

მეუღლე უკვე მოინახულა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საავადმყოფოში ვერტმფრენით ჩაფრინდა.

დღის ამბები