06 ოქტომბერი 2024,   01:56
ვრცლად
ავღანეთში სახელმწიფო არმიასა და თალიბების დაჯგუფებას შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ავღანეთის დასავლეთ პროვინციაში სახელმწიფო არმიისა და თალიბების დაჯგუფებას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

ისლამისტებმა ქალაქ ფარაჰს რამდენიმე მიმართულებიდან შეუტიეს. აქტიური ბრძოლები ქალაქის ცენტრში, სახელისუფლებო შენობების მახლობლად ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, დაჯგუფების წინააღმდეგ ავღანეთის არმიამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე უშედეგო ოპერაცია ჩაატარა.

ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღის ამბები