06 ოქტომბერი 2024,   02:03
ვრცლად
ბირთვული შეთანხმება - ევროკავშირი ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და შეთანხმების შენარჩუნებას გეგმავს

ევროკავშირი ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას შეერთებული შტატების გარეშე აპირებს.

შეთანხმების შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებზე დღეს ბრიუსელში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. ევროკავშირში კონსულტაციებზე იმყოფება ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.

მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიუსელმა ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით უკიდურესად იმედგაცრუებულია.

„ჩვენ ნამდვილად ღრმა სინანულს გამოვთქვამთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო. როგორც აღვნიშნე, რაც ითქვა, შესაძლოა გასაკვირი არ იყოს, თუმცა ეს არის მდგომარეობა, რომელიც ჩვენი აზრით ძალიან მძიმე ვითარებაში გვაყენებს“-განაცხადა  ევროკავშირის ელჩმა აშშ-ში დევიდ ო’სალივანიმ.

ევროპის პოზიციაზე ვაშინგტონში საჯარო მოხსენების დროს შეერთებულ შტატებში ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა. ელჩის თქმით, ევროპა ირანის შეთანხმებას და ამ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეერთებული შტატების გარეშეც შეინარჩუნებს. მან დღეს ამის თაობაზე ევროპელი ხელმომწერების შეთანხმებული პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ევროპაში ჩვენ გვჯერა, რომ ეს საერთო მოქმედების გეგმა ევროპის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია. ის უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და გლობალური მასშტაბითაც. ევროკავშირი შეინარჩუნებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს საერთო მოქმედების გეგმასთან დაკავშირებით, ვიდრე ირანი იგივეს აკეთებს. ჩვენ ირანის შეთანხმების ალტერნატივას ვერ ვხედავთ""-განაცხადა დევიდ სალივანიმ.

დღის ამბები