06 ოქტომბერი 2024,   01:59
ვრცლად
შეტაკებები ღაზისა და ისრაელის საზღვარზე - დაიღუპა 55 პალესტინელი დემონსტრანტი

ღაზისა და ისრაელის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს 55 პალესტინელი დემონსტრანტი დაიღუპა, მათ შორის ერთი 12 წლის მოზარდია.

საერთაშორისო გაერთიანება ისრაელს ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მომხდარი დაგმო გაერომ.

თურქეთის პრეზიდენტმა კი ისრაელი პალესტინელი ხალხის გენოციდში დაადანაშაულა.

აქციები, რომელიც იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩოს გახსნას დაემთხვა, 12 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა და 35 ათასი პალესტინელი მონაწილეობდა. ისინი შეერთებულ შტატებს ისრაელის აგრესიის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.

პალესტინური დასახლებების გარდა, ამერიკის დიპლომატიური უწყების თელავივიდან იერუსალიმში გადატანა გააპროტესტეს თურქეთში, იორდანიაში, ეგვიპტესა და ლიბანში.

დღის ამბები