06 ოქტომბერი 2024,   02:01
ვრცლად
ირანის ბირთვული გარიგების შესანარჩუნებლად ევროპა ოფიციალურ თეირანთან კონსულტაციებს იწყებს

ირანის ბირთვული გარიგების შესანარჩუნებლად ევროპა ოფიციალურ თეირანთან კონსულტაციებს იწყებს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ბრიუსელში დღეს გაიმართება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება. მანამდე კი მოლაპარაკება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან გამართა.

ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გაერთიანება, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად, ირანის გარიგების მიმართ ერთგული უნდა დარჩეს. 

დღის ამბები