06 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
იერუსალიმში და ღაზის სექტორში არსებული ვითარება - გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომა - დღის წესრიგში დგას ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანა და ღაზის სექტორში არსებული დაძაბული ვითარება. საზღვარზე დილიდან პალესტინელთა აქცია განახლდა.

დემონსტრანტებს კვლავ ისრაელის არმიის სამხედროები უპირისპირდებიან. გუშინდელი შეტაკებები ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. დაიღუპა 59 პალესტინელი. დაჭრილთა რიცხვი კი 2 ათასს აჭარბებს.

მომხდარი დაგმო საერთაშორისო გაერთიანებამ. სამხედრო ძალის გამოყენების გამო ისრაელი გააკრიტიკეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა, რომელმაც ოფიციალური თელავივი პალესტინელთა გენოციდში დაადანაშაულა.

აქცია ეგრეთ წოდებულ "ნაკბას"-პალესტინელთა მასობრივი გამოძევების 70-ე წლისთავს ეძღვნება, თუმცა მომიტინგეები ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანასაც აპროტესტებენ. 

დღის ამბები