06 ოქტომბერი 2024,   01:57
ვრცლად
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსულ მედიაგამოცემებში რეიდებს ატარებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსულ მედიაგამოცემებში რეიდებს ატარებს. დღეს დილიდან სამართალდამცველები "რიანოვოსტი- უკრაინას" ოფისში შევიდნენ და შენობის ბლოკირება მოახდინეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია სააგენტოს უკრაინული ბიუროს ხელმძღვანელი. ანალოგიური ვითარებაა "რაშა თუდეის" კიევის ბიუროშიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ძალოვანები რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებთან მიმართებაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

უწყების სპიკერის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ მედია საშუალებებს აგრესორი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული-საინფორმაციო ომის წარმოებისთვის იყენებს.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა კრემლი. დიმიტრი პესკოვი კიევს საპასუხო ზომებით დაემუქრა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები