06 ოქტომბერი 2024,   02:03
ვრცლად
ტრამპი დარწმუნებულია, რომ კიმ ჩენ ინის 12 ივნისს შეხვდება

დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ 12 ივნისს კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი ისტორიული შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მან ჩრდილო კორეის ბირთვული განიარაღებისთვის ლიბიის მოდელის გამოყენება გამორიცხა და ამით თავის ახალ მრჩეველს ჯონ ბოლტონს დაუპირისპირდა. დონალდ ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი დარჩება თავის ქვეყანაში და მის მართვას გააგრძელებს.

ლიბიის მოდელის მიხედვით ჩრდილო კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ განცხადება დონალდ ტრამპის ახალმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ფხენიანი 12 ივნისის სამიტის ჩაშლით, სწორედ ამის გამო დაიმუქრა .

დღის ამბები