06 ოქტომბერი 2024,   01:55
ვრცლად
ერთი დღე სამეფო ქორწილამდე - უინძორის მთავარი ქუჩა უკვე გადაკეტილია

სამეფო ქორწილამდე ერთი დღეა დარჩენილი. უინძორის მთავარი ქუჩა უკვე გადაკეტილია.

სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დაცვა გააძლიერეს იმ სასტუმროებთან, სადაც პრინცი ჰარი და მისი საცოლე მეგან მარკლი რჩებიან.

ცნობილია, რომ ქორწილს არ დაესწრება საპატარძლოს მამა. მას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

საქორწინო მზადებაა ბუკინგემის სასახლის სამზარეულოშიც. წყვილის მიერ შერჩეული დიზაინერი ტორტის ცხობას შეუდგა. საქორწინო ცერემონიისთვის სამ, სხვადასხვა ზომის ტორტს აცხობენ.

ხვალინდელი დღისთვის უინძორში რეკორდსმენსაც გამოაცხადებენ. გინესის წიგნში ის დიზაინერი მოხვდება, რომელიც ჰარის და მეგანს შეუღლებას ყველაზე დიდი ზომის ბარათით მიულოცავს.

დღის ამბები