06 ოქტომბერი 2024,   01:55
ვრცლად
კუბაში ორდღიანი გლოვა გამოცხადაა - ქვეყანაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობენ

ორდღიანი საყოველთაო გლოვა კუბაში - ქვეყანაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებს გლოვობენ.

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ადგილობრივ ავიაკომპანიას მექსიკური ფირმისგან ჰქონდა დაქირავებული, ჰავანის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან ერთ წუთში ჩამოვარდა და აფეთქდა.

ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას 107 მათგანი ემსხვერპლა, სამი გადარჩენილი ქალი კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

დაღუპულთა უმრავლესობა კუბის, ეკიპაჟის 5 წევრი კი მექსიკის მოქალაქეა.

ბოინგ 737 ადგილობრივ რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის კუბის დედაქალაქიდან ქალაქ ოლგინში მიფრინავდა.

კატასტროფის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თვითმხილველების ცნობით, ლაინერი აეროპორტში უკან დაბრუნების მცდელობის დროს ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო.

შემთხვევის ადგილზე გუშინვე ჩავიდა კუბის პრეზიდენტი. ეს 1980 წლის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფაა. 

დღის ამბები