06 ოქტომბერი 2024,   02:01
ვრცლად
ტეხასის შტატში სკოლაზე თავდასხმის დროს დაღუპულებს გლოვობენ

ტეხასის შტატში სკოლაზე თავდასხმის დროს დაღუპულებს გლოვობენ.

ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში 17 წლის მოზარდი სასწავლო პროცესის დროს შეიჭრა და 9 თანატოლი და ერთი მასწავლებელი მოკლა. სროლისას, რომლის დროსაც თავდამსხმელმა მამის კუთვნილი ორი სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა, 10 ადამიანიც დაშავდა.

საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა სკოლის შენობაშიც და მის გარეთაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს.

გამოძიების ცნობით, თავდასხმის შემდეგ წარმოშობით ბერძენი დიმიტრიოს პაგურცისი თვითმკვლელობას გეგმავდა, თუმცა, ამისთვის გამბედაობა არ ეყო. ის პოლიციამ შემთვევის ადგილზევე დააკავა.

დაღუპულთა ოჯახებს დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია სკოლის მოსწავლეების დასაცავად ყველაფერს აკეთებს. 

დღის ამბები