06 ოქტომბერი 2024,   02:03
ვრცლად
სამეფო ქორწილი ბრიტანეთში - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჯვარს უინძორის ტაძარში დაიწერენ

დღეს ბრიტანეთში სამეფო ქორწილი სამეფო ქორწილია. პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი ჯვარს უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწერენ.

დედოფალ ელისაბედის გადაწყვეტილებით, ქორწინების შემდეგ წყვილს საქსესის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიენიჭებათ.

ცერემონიამდე ერთი დღით ადრე პრინცი ჰარი უინძორის სასახლესთან შეკრებილ თაყვანისმცემლებს შეხვდა. ის მათთან, ძმასთან ერთად, გავიდა და დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში გაესაუბრა.

პრინცი დაინტერესდა, მსოფლიოს რომელი ქვეყნებიდან ჩავიდნენ სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები უინძორში.

ჰარიმ ერთ-ერთი ფანისგან საჩუქრად სათამაშო დათუნიაც მიიღო.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ჯვარს კენტენბერის არქიეპისკოპოსი დასწერს, რის შემდეგაც ქალაქის უძველეს ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყობა. ტაძართან მეგანი დედასთან ერთად მივა, საკურთხეველთან კი პატარძალს პრინცი ჩარლზი მიაცილებს. 

დღის ამბები