26 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში - ოპოზიცია გადაწყვეტილების აღსრულებაზე ამახვილებს ყურადღებას

სტრასბურგის სასამართლოსგან საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან თბილისშიც. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა მისი შესაძლებლობის ფარგლებში და ხელისუფლებაში პოზიტიური მოლოდინები აქვთ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ აღსრულების ნაწილზეც ამახვილებს ყურადღებას.

"გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს და რა თქმა უნ და ყველა ეტაპზე, ყველა დონეზე, სადაც ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება გვექნება, ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ,"- აცხადებს თამარ ხულორდავა.

სწორედ აღსრულებას მიიჩნევს ოპოზიცია ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვნად. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ მსგავს ვითარებაში საქართველო ყველაზე საპასუხისმგებლო დროს უკან იხევს, რაც მიუღებელია. "ევროპულ საქართველოში" ერთ-ერთ ასეთ მაგალითად, 2006 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ, ქართველების გამოძევებაზე შეტანილი სარჩელი მოჰყავთ.

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილების შემდეგ, აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს ჩვენმა მთავრობამ,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, საკუთარი ინტერესების დაცვა კონფლიქტთან მიმართებაში უფრო ძნელი ხდება. პარტიაში ხელისუფლების მეირ საქართველოს დადანაშაულებაზეც ამახვილებენ ყურადღებას. 

"გასული წლების მანძილზე თვითონ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული, როდესაც ისინი თვითონ ადანაშაულებდნენ ქართულ მხარეს. ეს შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენი ინტერესების წინააღდეგ,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები