06 ოქტომბერი 2024,   01:58
ვრცლად
მალაიზიური ბოინგის ჩამოგდება - აშშ მოსკოვს განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს 

ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, მალაიზიური ბოინგი ჩამოგდებაში რუსეთის როლის შესახებ ოფიციალური განმარტება გააკეთოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ენდობა საგამოძიებო ჯგუფის, სადაც ნათქვამია, რომ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი რუსული 53-ე ბრიგადის კუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მეშვეობით, რუსეთის და პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს. 

"დადგა დრო რუსეთმა შეწყვიტოს ტყუილი და განმარტოს საკუთარი როლი თვითმფრინავის ჩამოგდებაში" - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები