06 ოქტომბერი 2024,   02:04
ვრცლად
ჰარვი უაინშტეინი ნიუ-იორკის პოლიციას დღეს ჩაბარდება

ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი, ჰარვი უაინშტეინი დღეს ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდება. სავარაუდოდ, მას სექსუალური ძალადობის ბრალს მხოლოდ ერთ ეპიზოდზე წაუყენებენ, რაც 25 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიუ-იორკის პოლიციამ გამოძიება შარშან ერთ-ერთი მსახიობის, ლუსი ევანსის ბრალდებების საფუძველზე დაიწყო.

პარალელურად, უაინშტეინის წინააღმდეგ საქმე ლონდონშიც აღიძრა.

საერთო ჯამში, კი ყოფილი პროდიუსერი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 80-მდე ქალმა დაადანაშაულა. უმეტესობა მისი კინოსტუდიის თანამშრომელი და ჰოლივუდის ვარსკვლავია. 

დღის ამბები